Aa Aa
30 ივნისი 2020  |  11:01

ვალენსიას ვალვერდეს მიწვევა სურს - სანტო და ნევილი სათადარიგო ვარიანტებად

„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, შესაძლოა, „ვალენსიას“ თავკაცის პოსტი ჩაიბაროს.

ესპანური პრესის მიხედვით ირკვევა, რომ ვალენსიელთა სამწვრთნელო კანდიდატთა სიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე სწორედ ბასკი სპეციალისტია. მის გარდა „ღამურების“ ხელმძღვანელობა „ვულვზის“ ამჟამინდელი დამრიგებლის, ნუნო ესპირიტო სანტოსა და გარი ნევილის ვარიანტებსაც განიხილავს.

ვალვერდე იანვრის შემდეგ უსამსახუროდაა და როგორც ჩვენი პირენეელი კოლეგები წერენ, ვალენსიელები მასთან სერიოზულად უახლოეს პერიოდში დაილაპარაკებენ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ ალბერტ სელადესი დაითხოვა, მის ნაცვლად კი დროებით მწვრთნელად ვორო დაინიშნა. 56 წლის სპეციალისტი, რომელიც კლუბის სტრუქტურაში 2002 წლიდან მუშაობს, „ღამურებს“ სეზონის ბოლომდე უთავკაცებს.

გუშინ საღამოს გახდა ცნობილი ვალენსიელთა კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, სესარ სანჩესის გაშვების შესახებაც. „რეალის“, „ვალენსიასა“ და „ვილიარეალის“ ყოფილი მეკარე იანვრიდან მოყოლებული სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება