პრემიერ ლიგაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
პრემიერ ლიგამ კორონავირუსზე ტესტირების მე-11 რაუნდის შედეგები გამოაქვეყნა. გასულ კვირაში Covid-19-ზე ტესტი 2250 ადამიანს ჩაუტარდა და ვირუსი მხოლოდ 1 მათგანს დაუდგინდა.
ინფიცირებული პიროვნების შესახებ არაფერია ცნობილი. პრემიერ ლიგის სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, მას 7-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს და თავის გუნდს კორონავირუსის ტესტზე 2 უარყოფითი პასუხის შემდეგ დაუბრუნდება.
BREAKING: There has been one positive result for coronavirus after 2,250 tests in the latest round of Premier League testing.
— Sky Sports News (@SkySportsNews) June 29, 2020
პრემიერ ლიგის კლუბების ფეხბურთელებსა და ტექნიკურ პერსონალს კვირაში 2-ჯერ ამოწმებენ და პასუხები ყოველ ორშაბათს ხდება ცნობილი. ტესტების ჩატარება კი, სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.
დღევანდელი მონაცემებით, პრემიერ ლიგაში მაისის შემდეგ, საერთო ჯამში 14307 ტესტი ჩატარდა და Covid-19 მხოლოდ 19 ადამიანს დაუდგინდა.