ვალვერდე ბრუნდება - ვალენსია სელადესის დათხოვნას აპირებს
Aa
Aa

ვალვერდე ბრუნდება - ვალენსია სელადესის დათხოვნას აპირებს

„ბარსელონადა“ შუა სეზონში დათხოვნილი ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. Onda Cero-სა და Mundo Deportivo-ს ცნობით, ბასკი სპეციალისტი მალე „ვალენსიას“ ჩაიბარებს.

წყაროს ცნობით, ვალვერდეს ასისტენტი ჟონ ასპიასუ ვალენსიაში შენიშნეს და ამის მიზეზი სახლის შერჩევა იყო.

ალბერტ სელადესის ხელში „ღამურები“ საშინელ ფეხბურთს აჩვენებენ და ლა ლიგაში პოზიციებს თმობენ. ამ დროს, გუნდს საკმაოდ ძლიერი და ღრმა შემადგენლობა ჰყავს.

„ლოს ჩეს“ ევროზონაში მოხვედრა სურს და კლუბი ამისთვის დაუყოვებლივ ცვლილებებს არ ერიდება. სავარაუდოდ სელადესს უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაითხოვენ.

რაც შეეხება ვალვერდეს, ის „ღამურებს“ აქამდეც წვრთნიდა, ეს 2012-2013 წლების სეზონში იყო, თუმცა მისმა იმჟამინდელმა მუშაობამ ვერ გაამართლა, რის შემდეგაც მან „ბილბაო“ ჩაიბარა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა და „ბარსელონას“ ყურადღებაც მიიპყრო. შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად იცით.

მსგავსი სიახლეები