გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "მათ ეს დაიმსახურეს", - სიტი ლივერპულს საჩემპიონო კორიდორს მოუწყობს

„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი პეპ გუარდიოლა ამბობს, რომ ისინი პრემიერლიგის 32-ე ტურში „ეტიჰადზე“ „ლივერპულისთვის“ საჩემპიონო კორიდორის მოწყობას გეგმავენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ „ლივერპულისთვის“ საჩემპიონო კორიდორის მოწყობას ვგეგმავთ. მათ წარმოუდგენელი გზა გაიარეს.

დიახ, ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან მათ ეს დაიმსახურეს.

ჩვენ, წინ დიდი გამოწვევა გველის და ორი ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

შევეცდებით პრემიერლიგის ბოლო ტურში გავიმარჯვოთ და ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ მატჩისთვის საუკეთესო კონდიციებში ვიყოთ“.

„მერსისაიდელებმა“ 30 წლიანი ლოდინის შემდეგ, პრემიერლიგის ტიტული 31-ე ტურში „მანჩესტერ სიტის“ „ჩელსისთან“ დამარცხების შემდეგ გაიფორმეს.

შეგახსენებთ, რომ „ქალაქელები“ ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვიან და მერვედფინალში ზიდანის „რეალს“ უმასპინძლებენ. მადრიდში მატჩი ინგლისელებმა 2:1 მოიგეს. განმეორებითი შეხვედრა 7 ან 8 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები