ლეგენდა წავიდა - ვინს კარტერმა კარიერა დაასრულა
Aa
Aa

ლეგენდა წავიდა - ვინს კარტერმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ვინს კარტერმა კარიერა ოფიციალურად დაასრულა. 43 წლის კალათბურთელმა მიმდინარე რეგულარულის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო სეზონი იქნებოდა და „ვინსენითიმ“ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

კარტერმა სიახლე გულშემატკივრებს თავად აუწყა და საკუთარ პოდკასტში საუბრისას განაცხადა, რომ პროფესიონალურ დონეზე კალათბურთის თამაში ოფიციალურად დაასრულა. როგორც მოგეხსენებათ, „ატლანტა“ იმ 22 გუნდს შორის ვერ მოხვდა, რომლებიც სეზონს ორლანდოში განაგრძობენ და ვინსს კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია.

კარტერი 1998 წლის დრაფტზე „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ აირჩია და რამდენიმე წუთის შემდეგ „ტორონტო რეპტორსს“ გაუცვალა. კანადური გუნდის რიგებში იგი სუპერვარსკვლავად იქცა და 1999 წელს წლის საუკეთესო ახალწვეულის ჯილდო დაისაკუთრა.

„ვინსენითი“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო დანკერად ითვლება. 2000 წელს მან ჩატენვების კონკურსი მოიგო და ყველა ვარსკვლავის მატჩის რვაგზის მონაწილეა. ვინსი კარიერაში საშუალოდ 16.7 ქულას აგროვებდა და მიმდინარე სეზონში NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ ერთი შეხვედრა 4 სხვადასხვა დეკადაში ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები