ბაიერნის სატრანსფერო მიზნები: ჰავერცის და სანეს დუეტი შეტევის ხაზში
Aa
Aa

ბაიერნის სატრანსფერო მიზნები: ჰავერცის და სანეს დუეტი შეტევის ხაზში

მიუნხენის ''ბაიერნი'' კაი ჰავერცის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. 20 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ სეზონს ატარებს, 15 გოლისა და 8 საგოლე გადაცემის ავტორი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით ლევერკუზენის ''ბაიერს'' დატოვებს.

მიუნხენური გრანდის მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს შეტევის ხაზში ჰავერცისა და ლეროი სანეს ხილვა სურთ.

ჰავერცის გადაბირებით კიდევ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. კერძოდ, ამომავალი ვარსკვლავის შეძენას მადრიდის ''რეალი,'' ''მანჩესტერ იუნაიტედი'' და ლონდონის ''ჩელსი'' გეგმავენ.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ჰავერციმ ბუნდესლიგის ექვს მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ლეროი სანეს გადაბირება ''ბაიერნისთვის'' პრიორიტეტული საკითხი იქნება. გასულ თვეებში ''ქალაქელები'' სანესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას უშედეგოდ ცდილობენ.

2019 წლის ზაფხულში ''მანჩესტერ სიტი'' ლეროი სანეს 130 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებდა, თუმცა მიმდინარე სეზონში სანემ ჯვარედინი იოგის ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი ფასი 50 მილიონამდე შემცირდა. ''ბაიერნმა'' ინგლისურ კლუბს სანეს სანაცვლოდ 35 მილიონი შესთავაზა, მაგრამ მანჩესტერული კლუბისგან უარყოფი პასუხი მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები