Aa
Aa

"ემოციებმა იძალა, რადგან ბავშვობა გამახსენდა" - ჯოკოვიჩის ემოციური გამოსვლა ბელგრადში

საჩოგბურთო სამყაროში ნელ-ნელა აქტივობები იმატებს და გარკვეული ამხანაგური ტიპის ტურნირები იმართება. გასულ კვირას ერთ-ერთი ასეთი Adria Tour-ი იყო, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმაც მიიღო.

“ნოლემ“ ტურნირზე თავისი ბოლო მატჩი 4000 მაყურებლის თვალწინ ჩაატარა იმ კორტზე, სადაც ბავშვობაში ვარჯიშობდა. ეს ფაქტი მისთვის ემოციური აღმოჩნდა და ცრემლები ვერ შეიკავა, რაზეც ჟურნალისტები ჩაეკითხნენ.

„უბრალოდ ჩემში ემოციებმა იძალა, რადგან ბავშვობა გამახსენდა. აქ რამდენიმე ემოციური დღე გავატარე და ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ტურნირის ჩატარებაში წვლილი შეიტანა.

მთავარია, რომ სერბებს ფინალში ერთი წარმომადგენელი მაინც გვეყოლება. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ყველა მიყვარხართ“.

ჯოკოვიჩმა პანდემიის შემდეგ პირველად სწორედ Adria Tour-ზე ითამაშა და 3-დან 2 თამაში მოიგო, იგი თანამემამულე ფილიპ კრაინოვიჩთან დამარცხდა, რომელმაც შემდეგ ფინალში დომინიკ ტიმთან წააგო.

Adria Tour-ის მორიგ გათამაშებას ხორვატიის ქალაქი ზადარი 20 ივნისიდან უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა ჩოგბურთი ოფიციალურად 31 ივლისამდეა შეჩერებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები