Aa
Aa

კირიოსი: "დიდი სლემის ტურნირის მოგება ჩემი მიზანი არაა"

ავსტრალიელი ჩოგბურთელი, ნიკ კირიოსი აცხადებს, რომ მისი მიზანი დიდი სლემის ტურნირის მოგება არაა და ამის მიზეზიც დაასახელა.

„არ მჯერა, რომ ჩემი სხეული შეძლებს ზედიზედ ჩაატაროს ისეთი მატჩი, რომლებიც 3-დან 4 საათამდე გრძელდება. ვფიქრობ, რომ სპორტს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. მე ჩემი გზა მაქვს და მხოლოდ თამაში და ამით გახალისება მსურს. ჩემი მიზანი დიდი სლემის ტურნირის მოგება არაა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი მხრიდან მწვრთნელის დაქირავება ფულის ფლანგვად მიმაჩნია. თანაც, ისინი ძალიან ბევრს ითხოვენ და არც მათი დროის განიავება მსურს. კარიერის იმ ეტაპზე, რომელზეც ვიმყოფები მწვრთნელის აყვანა გვიანია და გულწრფელადაც თუ ვიტყვი, რჩევების მოსმენა არ მიყვარს“.

25 წლის კირიოსს სპეციალისტები ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად თვლიან, თუმცა ნიჭის რეალიზაციას არაპროფესიონალური მიდგომები უშლის ხელს. მაგალითად, ლეგენდარული ჯონ მაკინროის სიტყვები გავიხსენოთ: „კირიოსი ნიჭით ტოპ ოცეულშია, მაგრამ მენტალიტეტით ორასეულს მიღმაა“.

ნიკის კარიერის განმავლობაში ATP-ის ტურნირების 9 ფინალში აქვს ნათამაშები და 6-ჯერ ტიტულიც მოიპოვა. თუმცა, არც ერთი მათგანი მასტერსის სერიისაც არაა - 3-ჯერ 500-იან ტურნირზე გაიმარჯვა, 3-ჯერაც - 250-იანზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები