Aa
Aa

"მას ყველა დროის საუკეთესოობა 12 წლის ასაკში სურდა" - მურატოღლუ გაუფზე

თანამედროვეობის ერთ-ერთმა უძლიერესმა საჩოგბურთო სპეციალისტმა, პატრიკ მურატოღლუმ კოკო გაუფისა და მისი მენტალიტეტის შესახებ ისაუბრა. მურატოღლუს თქმით, გაუფს ყველა დროის საუკეთესოობა 12 წლის ასაკიდან სურს.

„კოკო გაუფი 12 წლის ასაკიდან მახსოვს და მაშინ იგი „ინსტაგრამზე“ წერდა, რომ საჩოგბურთო სამყაროში ყველა დროის საუკეთესოობა სურდა. ვფიქრობ, ამ ასაკში ასეთი ამბიცია ძალიან ბევრს ნიშნავს.

ასევე მახსოვს დიალოგი მის მამასთან, რომელიც მეკითხებოდა, იყო თუ არა 12 წლის ბავშვისგან ასეთი ამბიციები ნორმალური. ვუპასუხე, რომ თუკი გოგონას ამის მართლა სჯეროდა, არანაირი პრობლემა არ იყო და ეს ფაქტი ძალიან დადებითად უნდა აღგვექვა.

თქვენ წარმოგიდგენიათ, გასულ წელს, 15 წლის გოგონამ უიმბლდონზე პირველად ითამაშა, იქ ვენუს უილიამსს შეხვდა და იგი დაამარცხა. მიმდინარე სეზონში უკვე ავსტრალიის ღია პირველობაზე შეხვდა და იქაც მოუგო, შემდეგ კი მოქმედ ჩემპიონ ნაომი ოსაკასაც აჯობა. ასეთ რაღაცებს ვერ გააკეთებ, თუკი საკუთარი თავის განსაკუთრებულად არ გჯერა და არ გაქვს რწმენა, რომ კონკრეტულად ამ მატჩების მოგება შეგიძლია“.

16 წლის გაუფი ამჟამად WTA-ის საუკეთესო ასეულის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. თებერვალში კარიერის ყველაზე მაღალ 49-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, ახლა კი მსოფლიოს 52-ე ჩოგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები