GDS: გამომოშვიდობება შედგა - კონტე ლაუტაროს წასვლის ნებას აძლევს
Aa
Aa

GDS: გამომოშვიდობება შედგა - კონტე ლაუტაროს წასვლის ნებას აძლევს

ლაუტარო მარტინესისა და „ბარსელონას“ სატრანსფერო საგა რამდენიმე თვეა გრძელდება და სულ უფრო მეტად რეალური ხდება. კატალონიელები არგენტინელის შეძენას ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან.

გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ანტონიო კონტე ლაუტაროს „ბარსელონაში“ წასვლას ხელს არ შეუშლის. როგორც წყარო იუწყება, მწვრთნელმა და ფეხბურთელმა უკვე ისაუბრეს და ერთგვარი გამომშვიდობებაც შედგა.

ლაუტარომ კონტეს მისი სურვილის შესახებ აცნობა და მისგან თანხმობაც მიიღო, თუმცა არგენტინელი სეზონის დარჩენილ ნაწილში სრულად უნდა დაიხარჯოს და „ინტერს“ სარგებელი მოუტანოს.

ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ „ბარსას“ ლაუტარო მარტინესის სათადარიგო ვარიანტი არ აქვს და ობამეიანგის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კლუბი არ ადასტურებს. „ბლაუგრანას“ მიზანი მხოლოდ არგენტინელის გაფორმებაა.

როგორც ცნობილია, ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა 111 მილიონ ევროს შეადგენს, „ბარსელონა“ 60 მილიონისა და 2 ფეხბურთელის დათმობას გეგმავს. „ინტერი“ კი 80 მილიონისა და რომელიმე მოთამაშის მიღებას უმიზნებს. თავად არგენტინელმა „ბარსასთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტრანსფერის შემთხვევაში ის წლიურად 12 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები