რონალდუს ექსპერიმენტი - ცნობილია, თუ რატომ ითამაშებს ის მორაგბის ბუცებით
Aa
Aa

რონალდუს ექსპერიმენტი - ცნობილია, თუ რატომ ითამაშებს ის მორაგბის ბუცებით

კრიშტიანუ რონალდუ და მისი ფიზმომზადების ამბები, რომ ცალკე ფენომენია ამაზე მგონი ყველა თანხმდება. 35 წლის ასაკში მისი ასეთი ფორმა და მომზადება აღმაფრთოვანებელია, თუმცა პორტუგალიელი მუდმივად პროგრესირებს და ჩვენ გაკრივვებას ამჯერადაც გეგმავს.

როგორც მოგეხსენებათ, 14 დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ, რონალდუ „იუვენტუსის საწვრთნელ ბაზაზე 4 საათით ადრე გამოცხადდა, ინდივიდუალურად ივარჯიშა და შემდეგ გუნდელებს შეურთდა.

ინტერნეტსივრცეში რონალდუს ახალი ბუცების ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მას მორაგბის მუცები აცვია და არა ფეხბურთელის.

View this post on Instagram

Explode mode ????????

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on May 23, 2020 at 5:33am PDT

იტალიური ტუტოსპორტი წერს, რომ კრიშტიანუს მოდიფიცირებული ბუცები აცვია, რომელსაც მორაგბის ქაცვები აქვს, რაც მას გაზონზე უკეთესად მოსაჭიდებლად ჭირდება, რომ უფრო სწრაფად ირბინოს.

მორაგბის ბუცებით ბოლოს „მონპელიეს“ ფორვარდმა ადი დელორმა ითამაშა, რომელმაც მოედანზე 36.8 კმ/სთ განავითარა და ლიგა 1-ის რეკორდიც დაამყარა.

ჯერჯერობით გადაჭრით ვერ ვიტყვით რამდენად გაამართლებს რონალდუს ექსპერიმენტი. ამას მალე გავიგებთ, როცა 12 ივნისს იტალიის თასის ნახევარფინალში „იუვენტუსი“ „მილანს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები