BILD – ჩელსი ვერნერის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა
Aa
Aa

BILD – ჩელსი ვერნერის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა

გავლენიანი გერმანული გამოცემა, BILD იტყობინება, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ „ინტერს“, „იუვენტუსსა“ და „ლივერპულს“ აჯობა და „ლურჯები" ტიმო ვერნერის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან.

ლონდონელებსა და „ლაიფციგს“ შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და BILD-ის ცნობით, კარიერის „სტემფორდ ბრიჯზე“ გაგრძელება ვერნერსაც სურს. იგი მზადაა თანხმობა განაცხადოს 5-წლიან კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს.

BILD-ის ინფორმაციას Daily Mail-იც ადასტურებს და აცხადებს, რომ ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ვერნერის მსურველებმა მისი გამოსასყიდი თანხა, 60 მილიონი ევრო 15 ივნისამდე უნდა გადაიხადონ და როგორც ირკვევა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, „ჩელსისთვის“ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

24 წლის თავდამსხმელი მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და „ლაიფციგის“ მაისურით გამართულ 30 შეხვედრაში 31 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები