რუსული პრესა - ლოკომოტივს კვერკველიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
Aa
Aa

რუსული პრესა - ლოკომოტივს კვერკველიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელები ქართველ ფეხბურთელთან, სოლომონ კვერკველიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებით ინტერესდებიან.

Sport 24-ის მიხედვით, კლუბში დარჩენა 28 წლის უკანახაზელსაც სურს და მას სხვა გუნდებისგან შეთავაზებები არ აქვს. კვერკველიას „ლოკომოტივთან“ ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და შესაძლოა კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კვერკველია „ლოკომოტივს" დატოვებდა. ქართველის შესახებ მაშინ Championat.com წერდა და ამბობდა, რომ 28 წლის ცენტრალური მცველის გადაბირება „როსტოვს“, „კრასნოდარსა“ და „როტორს“ სურდათ.

სამტრედიაში დაბადებული მცველი „ზენიტის“ სარეზერვო გუნდში ასპარეზობის შემდეგ ყაზანის „რუბინისა“ და „ნეფტეხიმიკის“ მოთამაშე იყო. 2017 წელს „რუბინმა“ სიომინის „ლოკომოტივში“ გაანათხოვრა და შემდეგ კვერკველია მოსკოვური გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები