UFC-ის მებრძოლი მაროდიორებს აფრთხილებს - „გპირდებით, საავადმყოფოში მოხვდებით“
Aa
Aa

UFC-ის მებრძოლი მაროდიორებს აფრთხილებს - „გპირდებით, საავადმყოფოში მოხვდებით“

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტები მაღაზიებს ძარცვავენ და შენობებს ცეცხლს უკიდებენ.

UFC-ის მებრძოლის, ბელალ მუჰამედის მამა მაროდიორების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა. მისი მაღაზია გაძარცვეს, რამაც მუჰამედი განარისხა. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დამნაშავეებს დაემუქრა.

„,მამაჩემის მაღაზიის, ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მცირე ბიზნესების განადგურება და გაძარცვა ამაზრზენი სანახავია. გპირდებით, რომ თუ დაგინახავთ, რომ მაღაზიას ძარცვავთ, საავადმყოფოში მოხვდებით“.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მომხდარის გამო აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები