Aa Aa
3 ივნისი 2020  |  09:43

ნოვიცკი: „თანავუგრძნობ ჯორჯ ფლოიდის ოჯახს. ჩვენ უნდა შევიცვალოთ"

„დალას მავერიქსის“ ყოფილი კალათბურთელი, დირკ ნოვიცკი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასა და აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ლეგენდარულმა გერმანელმა მძიმე ფორვარდმა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა და ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„თანავუგრძნობ ჯორჯ ფლოიდის ოჯახსა და იმ ოჯახებს, რომლებიც რასიზმისა და სოციალური უთანასწორობის გამო დაზარალდნენ. განადგურებული და დამწუხრებული ვარ, რადგან ამ ყველაფერს ისევ და ისევ ვხედავთ. ჩემი შვილების მომავლის მეშინია. ოჯახებს იგივე გრძნობა თაობებია აქვთ. ჩვენ უნდა შევიცვალოთ.

შეგვიძლია კეთილები ვიყოთ და ერთმანეთს პატივი ვცეთ? შეგვიძლია სხვებს მოვუსმინოთ და ერთმანეთისგან რაღაც ვისწავლოთ? შეგვიძლია ჩვენს შვილებს საჭირო განათლება მივცეთ?

მზად ვარ ვალდებულება ავიღო და თანადგომა გამოგიცხადოთ. მე მხარს ვუჭერ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ძლიერი და ამავდროულად დაგვიანებული ცვლილების გატარებაზეა ორიენტირებული“.

როგორც მოგეხსენებათ, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აშშ-ში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე ყოფილი პოლიციელი დააკავეს, რომელსაც ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებით მოსპობა. დემონსტრანტები კი, ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება