„არავის მოენატრები“ – ვესტ ბრომვიჩის პასუხი ფანს, რომელმაც კლუბი საპროტესტო აქციაში ჩართვის გამო გააკრიტიკა
Aa
Aa

„არავის მოენატრები“ – ვესტ ბრომვიჩის პასუხი ფანს, რომელმაც კლუბი საპროტესტო აქციაში ჩართვის გამო გააკრიტიკა

„ვესტ ბრომვიჩმა“ სოციალური ქსელების მომხმარებლების ქება დაიმსახურა. საქმე გუნდის ქმედებას ეხება, რომლითაც „ალბიონის“ წარმომადგენლებმა ერთ-ერთ გულშემატკივარს თავისი ადგილი მიუჩინეს.

„ვესტ ბრომვიჩი“ საფეხბურთო კლუბების უმრავლესობის მსგავსად, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, წამოწყებულ საპროტესტო აქციაში, Blackout Tuesday-ში ჩაერთო. „ალბიონმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე შავი კვადრატის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ასეთი წარწერა იყო ჩასმული: „ერთად უფრო ძლიერები ვართ“.

„ვესტ ბრომვიჩის“ სეზონური ბილეთის ერთ-ერთ მფლობელს ეს დიდად არ ესიამოვნა და განაცხადა, რომ პოსტის გამო სეზონური ბილეთის გაუქმებას აპირებს. „ვესტ ბრომვიჩმა“ კი, თავის გულშემატკივარს მალევე უპასუხა: „შენ არავის მოენატრები“.

 

 

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელებში დაწყებული საპროტესტო აქცია ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას უკავშირდება. იგი 25 მაისს, მას შემდეგ მოკლეს, რაც სუპერმარკეტში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები