ოლიმპიადის საკვალიფიკაციო - წყალბურთელთა ნაკრები დეკემბერში ლიცენზიისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო - წყალბურთელთა ნაკრები დეკემბერში ლიცენზიისთვის იბრძოლებს

„ტოკიო 2020“-ის  ოლიმპიური თამაშების, წყალბურთის სალიცენზიო ტურნირის მატჩები დეკემბერში გაიმართება.

საკვალიფიკაციო ტურნირს  13-20 დეკემბერს როტერდამი უმასპინძლებს. აღსანიშნავია,რომ სალიცენზიო ტურნირი მარტში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მსოფლიო პანდემიის გამო გადაიდო.

ჩვენთვის სასხარულოა,რომ ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს და A ქვეჯგუფში თურქეთთან, კანადასთან, ბრაზილიასთან, მონტენეგროსთან და საბერძნეთთან ერთად მოხვდა.

B ჯგუფში კი ხორვატია,გერმანია,რუსეთი,რუმინეთი,ნედერლანდები და საფრანგეთი იასპარეზებენ.

ჯგუფური ეტაპისა და ფლეი-ოფის შედეგად, ოლიმპიადის საგზურს 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

წყალბურთელთა ნაკრებს ისტორიული შანსი აქვს და თუკი მიზანს მიაღწევს, გუნდურ სახეობაში პირველი ნაკრები იქნება, რომელიც საქართველოს ოლიმპიადაზე წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები