ვანესა ბრაიანტი:
Aa
Aa

ვანესა ბრაიანტი: "ჩემ მეუღლეს, ეს მაისური 6 წლის წინ ეცვა და ამჯერადაც..."

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის სადისტური მკვლელობის შემდეგ, მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობს და პოლიციას ხალხის ნაკადის გაკონტროლება უჭირს. 25 დიდ ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

ფლოიდის გარდაცვალების ფაქტს უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის არის ლეგენდარული კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტიც, რომელმაც სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა:

„ჩემ მეუღლეს, ეს მაისური 6 წლის წინ ეცვა და ამჯერადაც, ჩვენ ისევ აქ ვართ. ცხოვრება ძალიან არაპროგნოზირებადია, ძალიან ხანმოკლეა, უარი ვთქვათ სიძულვილზე, ვისწავლოთ პატივისცემა, გავავრცელოთ სიყვარული, ვიბრძოლოთ ცვლილებებისთვის - დარეგისტრირდით და ხმა მიეცით. იყავით იმ ცვლილებების მაგალითი, რომლის ნახვაც გვსურს“.

2014 წელს, აფროამერიკელი ერიკ გარნერი პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მსგავსად ძალის გადამეტების შედეგად იქნა მოკლული. მისი სიტყვებიც მსგავსი იყო - „ვერ ვსუნთქავ“.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდის საქმეზე დაკავებულია ყოფილი პოლიციელი, რომელსაც ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებით მოსპობა, თუმცა ეს აქციების დაწყებიდან 3 დღის შემდეგ მოხდა, იქამდე ის უბრალოდ სამსახურიდან დაითხოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები