პირველი დიდი ტრანსფერი პანდემიის შემდეგ - პსჟ-მ იკარდი გამოისყიდა
Aa
Aa

პირველი დიდი ტრანსფერი პანდემიის შემდეგ - პსჟ-მ იკარდი გამოისყიდა

პანდემიის პერიოდში პირველი ოფიციალური ტრანსფერიც შედგა - პსჟ-მ მაურო იკარდის ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი გამოიყენა და არგენტინელი „ინტერიდან“ საბოლოოდ გამოისყიდა.

1 წლიანი იჯარის შემდეგ, პარიზელებმა იკარდი 60 მილიონ ევროდ გაიფორმეს. მაურო ფრანგულ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

პანდემიიდან გამომდინარე „ინტერმა“ პსჟ-ს თხოვნა გაითვალისწინა და ტრანსფერს 10 მილიონი ევრო დააკლო.

27 წლის არგენტინელი პარიზულ კლუბს კარგად მოერგო და 31 მატჩში 20 გოლის გატანა შეძლო. მისმა კარგმა თამაშმა ედინსონ კავანის გუნდიდან გაშვება პრაქტიკულად გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2019-2020 წლების გათამაშება კოვიდ-19-ის გამო გაუქმდა, რასაც ადგილობრივი კლუბები არ ეთანხმებოდნენ. ბოლო ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მყოფმა პსჟ-მ და სხვა გუნდებმაც სახელმწიფოსგან ამხანაგური მატჩების გამართვის ნებართვა მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები