გასპერინი:
Aa
Aa

გასპერინი: "მეგონა მოვკვდებოდი...ისეთი ამბები იყო, როგორც ომის დროს ხდება ხოლმე"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი კოვიდ-19-ით დაინფიცირებას იხსენებს და „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბარში მის უმძიმეს მდგომარეობას გვიმხელს:

„შეშინებული ვიყავი, „ვალენსიასთან“ მატჩამდე 1 დღით ადრე დავინფიცირდი. მეორე დღეს მდგომარეობა გაუარესდა, ცხელება დამეწყო და თავს გამოფიტულად ვგრძნობდი. სასწრაფო დახმარების ექიმები ყოველ ორ წუთში ერთხელ მოდიოდნენ.

ღამით ვფიქრობდი: „რა მე შველება, თუ საავადმყოფოში გადამიყვანენ? მე ხომ უამრავი საქმე დამრჩა გასაკეთებელი! ძალიან ცუდად ვიყავი, მეგონა მოვკვდებოდი.

ისეთი ამბები იყო, როგორც ომის დროს ხდება ხოლმე. ბერგამოს ერთ-ერთი მთავარი ჰოსპიტალი ჩვენი კლუბის საწვრთნელ ბაზასთან ახლოს მდებარეობს“.

ფაბიანო დი მარკო ბერგამოში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს პულმონოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ რომ „ატალანტასა“ და „ვალენსიას“ შორის გამართულმა მატჩმა ვირუსის გავრცელებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

„ატალანტასა და ვალენსიას შორის გამართული მატჩი ბიოლოგიური ბომბი გახლდათ. იმ საღამოს ათასობით ბერგამოელი გულშემატკივარი ერთმანეთს მეტროში და სტადიონზე შეხვდა. მოგვიანებით კი, გამარჯვება ერთად აღნიშნეს. გარდა ამისა, მატჩს ესპანელი ჟურნალისტი, კიკე მატეუც დაესწრო, რომელსაც შემდგომში COVID-19 დაუდგინდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები