ქომაგების ეფექტი - ბუნდესლიგაში მასპინძლებმა 33-დან მხოლოდ 6 მატჩი მოიგეს
Aa
Aa

ქომაგების ეფექტი - ბუნდესლიგაში მასპინძლებმა 33-დან მხოლოდ 6 მატჩი მოიგეს

ბუნდესლიგამ ევროპაში პირველი ნაბიჯი გადადგა და გერმანულ მოედნებზე ფეხბურთი დააბრუნა, რაც სხვებისთვის სამაგალითო იყო და მალე ესპანეთის, ინგლისის და იტალიის პირველობებიც დაგვიბრუნდება, თუმცა ცარიელ ტრიბუნებზე გამართული შეხვედრები საკმაოდ უცნაურად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასპინძელი გუნდისთვის ათასობით ქომაგის მხარდაჭერა. საშინაო მოგებების პროცენტი საგრძნობლად არის შემცირებული.

ავტორიტეტული გერმანული ტელეკომპანია DW-ის გამოთვლებით დადგინდა, რომ ბუნდესლიგის განახლების შემდეგ, მასპინძელმა გუნდებმა მატჩების მხოლოდ 20% მოიგეს (33 შეხვედრიდან მოგებული მხოლოდ 6).

სტუმრად ჩატარებული მატჩების მოგების პროცენტი კი 11-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი შეხვედრების პროგნოზირებას საგრძნობლად ართულებს.

როგორც ცნობილია, უეფა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალების ერთ მატჩად ჩატარებას გეგმავს და გასვლა-მიღების წესს ამჯერად არ გამოიყენებენ. ბუნებრივია ეს ყველაფერი ჯანმრთელობის რისკებთან არის დაკავშირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები