Aa
Aa

"გაეღიმა და წავიდა", - როგორ მიუჩინა ადგილი სქოულზმა რონალდუს ვარჯიშზე

კრიშტიანუ რონალდუმ France Football-თან საუბრისას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გატარებული წლები გაიხსენა.

პორტუგალიელმა საუბრისას გაიხსენა, თუ როგორ დაამცირა ის სქოულზმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუს „იუნაიტედის“ რიგებში ბევრი ლეგენდის მხარდამხარ უთამაშია, მისი და ლეგენდარული ინგლისელის ისტორია ყველაზე ცნობილი გახლავთ:

„ვარჯიშების დროს ბევრ ცრუმოძრაობას ვიყენებდი და მეეჭვება მათი გამეორება გუნდიდან ვინმეს მოეხერხებინა. ერთხელ, ჩემ ტექნიკას სქოულზს ვაჩვენებდი. როცა მოვრჩი, ის მოვიდა, ბურთი გამომართვა და ხე დამანახა, რომელიც ჩვენგან 50 მეტრში იდგა.

მან მითხრა, რომ ბურთს მას 1 ცდიდან მოარტყამდა. პოლმა დაარტყა და ბურთი ხეს მოარტყა. შემდეგ, მითხრა, რომ იგივე გამემერებინა. 10-ჯერ ვცადე, მაგრამ ვერცერთხელ შევძელი მიზანში ზუსტად მორტყმა. სქოულზს გაეღიმა და წავიდა“.

რონალდუმ საუბარი იმის შესახებ განაგრძო, თუ როგორ გახდა უმაღლესი დონის ფეხბურთელი სერ ალექს ფერგიუსონთან მუშაობისას:

„ტვინის გამოყენებით. თუ შენ გაქვს მცირე ინტელექტი, შენ ხედავ და იღებ მაგალითს მათგან, ვინც რაღაცებს შენზე უკეთ აკეთებს. ეს არის, რაც ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გავაკეთე, როცა ''ოლდ ტრაფორდზე'' რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ვან ნისტელროი, როი ფერდინანდი და სხვები თამაშობდნენ. თუ ასეთ გარემოში ყოფნისას ვერ ისწავლი, მაშინ გონებასუსტი, იმბეცილი ხარ.

მიზანი არ არის მიბაძვა, მაგრამ მნიშვნელოვანია მათგან აიღო ის ასპექტები, რომლებიც შენს შესაძლებლობებთან ადაპტირდებიან. ეს არის, რაც გავაკეთე. მქონდა ტალანტი და ვუყურებდი მათ.

სერ ალექს ფერგიუსონმა ბევრი მასწავლა, მასთან მუშაობისას გავაანალიზე, რომ დრიბლინგისა და პასის შესრულების გარდა ბომბარდირობის პოტენციალიც მქონდა. მაშინ დავიწყე ფიქრი ვყოფილიყავი სრულყოფილი ფეხბურთელი ყოველგვარი ნაკლოვანების გარეშე. გოლის გატანა შემიძლია მარჯვენა ფეხით, მარცხენა ფეხითა და თავით. მე ვარ ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები