ფიური: „ჯოშუას დასანოკაუტებლად ორი, ან სამი რაუნდი მეყოფა
Aa
Aa

ფიური: „ჯოშუას დასანოკაუტებლად ორი, ან სამი რაუნდი მეყოფა"

WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ტაისონ ფიურიმ განაცხადა, რომ 5 წელია ენტონი ჯოშუასთან ბრძოლის გამართვას ცდილობს, მაგრამ „ეიჯეი“ მასთან ჯახს გაურბის. ფიური დარწმუნებულია, რომ ჯოშუას მარტივად დაამარცხებს და მას პირველ, მეორე ან მესამე რაუნდში დაანოკაუტებს.

„ედი ჰირნი როგორც ყოველთვის ბევრ სისულელეს ამბობს. ჯოშუას დიდი ხანია ჩემთან ჩხუბს ვთავაზობ. ბოლო 5 წელია ვცდილობ ეს ბრძოლა გაიმართოს, მაგრამ არაფერი გამომდის. დროა გულშემატკივრებს მივცეთ ის, რაც უნდათ. ნუ გაურბიხარ ლენოქს ლუისისა და ფრანკ ბრუნოს შერკინების შემდეგ, ყველაზე დიდ ბრძოლას.

ჯოშუას სტილი ჩემთვის იდეალურია. იგი ძლიერი მოკრივეა, რომელსაც კლასიკური დაცვის სტილი აქვს. ჯოშუა ძლიერი დარტყმებით გამოირჩევა, მაგრამ რინგზე კარგად ვერ გადაადგილდება და გამძლეობა საერთოდ არ აქვს. ვფიქრობ მის დასანოკაუტებლად ორი, ან სამი რაუნდი მეყოფა. პირველივე ძლიერი დარტყმის შემდეგ, ჯოშუას ფეხები ცეკვას დაიწყებს და მე მას ისე შევუტევ, როგორც ამერიკაში იმ მსუქანა ბავშვმა გააკეთა".

შეგახსენებთ, რომ ენტონი ჯოშუას მომდევნო მეტოქე კუბრატ პულევია. იყო საუბარი, რომ ბულგარელს თანხას სთავაზობდნენ, რათა ბრძოლაზე უარი ეთქვა და ფიურისა და ჯოშუას შერკინება გამართულიყო, მაგრამ პულევმა უარი განაცხადა და თვლის, რომ „ეიჯეის“ დამარცხება შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები