დიეგო კოშტას პატიმრობა ემუქრება
Aa
Aa

დიეგო კოშტას პატიმრობა ემუქრება

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელს, დიეგო კოშტას გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ. ესპანური პრესის ცნობით, კოშტამ სამართალდამცველებს 1 მილიონ ევროზე მეტი დაუმალა, როცა 2014 წელს „ატლეტიკოდან“ „ჩელსიში“ გადავიდა. გარდა ამისა, მას ადიდასთან გაფორმებული კონტრაქტის სანაცვლოდ მიღებული თანხის დამალვასაც ედავებიან.

როგორც ირკვევა, პროკურატურა 6-თვიან პატიმრობასა და კოშტასგან 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას ითხოვს. „ატლეტიკოს“ ფორვარდის ბედი 4 ივნისს გასამართ სასამართლო პროცესზე გადაწყდება. თავად კოშტა კი, აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

აღსანიშნავია, რომ ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, თუ დანაშაული არაძალადობრივ ხასიათს ატარებს და ორ წელიწადზე ნაკლებ პატიმრობას ითვალისწინებს, ბრალდებულს შეუძლია გარკვეული თანხა გადაიხადოს და პატიმრობა თავიდან აირიდოს.

გავრცელებული ინფორმაციით, კოშტას დამატებით სულ რაღაც 36500 ფუნტის გადახდა მოუწევს, რათა გისოსებს მიღმა არ აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები