ორტისმა ტაისონი გამოიწვია: „თუ მაიკს უნდა, მის წინააღმდეგაც ვიჩხუბებ
Aa
Aa

ორტისმა ტაისონი გამოიწვია: „თუ მაიკს უნდა, მის წინააღმდეგაც ვიჩხუბებ"

კუბელმა მოკრივემ, ლუის ორტისმა მაიკ ტაისონი გამოიწვია. 41 წლის მებრძოლი „რკინის მაიკის“ შესახებ El Nuevo Herald-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ მასთან ჩხუბისთვის მზადაა.

„თქვენ კარგად მიცნობთ და იცით, რომ არ ვარ მოკრივე, რომელიც დაჯდება და იოლ მეტოქეს შეარჩევს. მზად ვარ ნებისმიერის წინააღმდეგ ვიჩხუბო, ვისაც ჩემთან შერკინება უნდა.

ბოლო პერიოდში მაიკ ტაისონის რინგზე დაბრუნების შესახებ ბევრს საუბრობენ. თუ მაიკს სურს, მის წინააღმდეგაც ვიჩხუბებ“.

ლუის ორტისი მოქმედი მოკრივეა. კუბელს WBC-ის საჩემპიონო ქამრის მოპოვების შანსი ორჯერ ჰქონდა, მაგრამ ორივეჯერ დეონტეი უაილდერთან დამარცხდა.

ორტისს კარიერაში 35 ბრძოლა აქვს გამართული და გამარჯვებას 31-ჯერ მიაღწია, აქედან 26-ჯერ ნოკაუტით მოიგო. მის ანგარიშზე ორად ორი მარცხია და ორივეჯერ სწორედ უაილდერმა სძლია. დეონტეიმ პირველ შერკინებაში ტექნიკური ნოკაუტით, ხოლო მეორე ჯახში ნოკაუტით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები