სუთიაშვილი დეკადის საუკეთესო მორაგბეებს შორის მოხვდა
Aa
Aa

სუთიაშვილი დეკადის საუკეთესო მორაგბეებს შორის მოხვდა

ფრანგულმა გამოცემა charentelibre-მა „ანგულემის“ გულშემატკივართა შორის გამოკითხვა ჩაატარა და მათ დეკადის საუკეთესო თხუთმეტეულის დასახელება სთხოვა.

გამოკითხვის შედეგად, სიმბოლურ ნაკრებში ვეტერანი ქართველი მორაგბე, შალვა სუთიაშვილი მოხვდა, რომელიც 7 ნომრის პოზიციაზეა გამწესებული.

შეგახსენებთ, რომ სუთიაშვილი „ანგულემის“ რიგებში 2015 წლიდან თამაშობს. Pro D2-ის ბინადარი კლუბის მაისურით მას 88 მატჩი აქვს ჩატარებული და „ანგულემთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

სუთიაშვილს საქართველოს ნაკრების კვართი 82-ჯერ აქვს მორგებული და 2 ლელოს ავტორია. „ბორჯღალოსნებს“ მან 15-ჯერ უკაპიტნა და მის მიერ გაძღოლილმა საქართველოს ნაკრებმა 14 შეხვედრა მოიგო, ერთი მატჩი კი, ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები