იტალიაში ფეხბურთი ბრუნდება - კოპა იტალია 13 ივნისს განახლდება, სერია A – 20-ში
Aa
Aa

იტალიაში ფეხბურთი ბრუნდება - კოპა იტალია 13 ივნისს განახლდება, სერია A – 20-ში

იტალიის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ სერია A-ს სეზონის განახლების უფლება მისცა. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ კოპა იტალიის ნახევარფინალური მატჩები 13 ივნისს გაიმართება, ხოლო სერია A 20 ივნისს დაბრუნდება, თუმცა შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.

იტალიაში სპორტული ღონისძიებების გამართვა 14 ივნისამდეა აკრძალული, ამიტომ სპადაფორას ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან, ჯუზეპე კონტესგან სპეციალური ნებართვის მიღება სჭირდება, რის შემდეგაც, 13 ივნისს მატჩების გამართვა შესაძლებელი იქნება. გაირკვა ისიც, რომ კოპა იტალიის ფინალურ შეხვედრას 17 ივნისს ვიხილავთ.

იტალიაში სპეციალურად საფეხბურთო მატჩებისთვის სამედიცინო პროტოკოლი შეიმუშავეს, რომელშიც ბოლო დღეებში რამდენიმე ცვლილება შევიდა. როგორც პრესაში წერენ, პროტოკოლმა თითქმის უკვე ოპტიმალური სახე მიიღო და მის მიხედვით მატჩების ჩატარებაც შესაძლებელია.

იტალიაში საფეხბურთო სეზონი მარტის შემდეგ შეჩერებულია, თუმცა გუნდებმა ვარჯიში რამდენიმე დღეა განაახლეს და ჩემპიონატის გაგრძელებას ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები