მესის შვილი
Aa
Aa

მესის შვილი "ბარსას" აკადემიაში ჩაირიცხება

ესპანური გამოცემის, cadenaser-ის ინფორმაციის თანახმად, "ბარსას" სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, შვილის ფეხბურთზე შეყვანა გადაწყვიტა და მისი ბიჭუნა, სულ მალე "ბარსელონას" აკადემიაში ჩაირიცხება. 

4 წლის ტიაგო, კლუბის ყველაზე პატარა ასაკის სექციაში ივარჯიშებს, იქ, სადაც 3-დან 5 წლამდე ბავშვები თამაშობენ. 

შეგახსენებთ, რომ მესისა და მის მეუღლეს, ანტონელა როკუცოს, ტიაგოს გარდა კიდევ ერთი შვილი, მატეო ჰყავთ, რომელიც 2015 წელს დაიბადა. 

 

მომზადებულია cadenaser.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები