სილვამ მაკგრეგორი გამოიწვია - კონორი თანახმაა
Aa
Aa

სილვამ მაკგრეგორი გამოიწვია - კონორი თანახმაა

UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მებრძოლმა, ანდერსონ სილვამ კონორ მაკგრეგორთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. 45 წლის „ობობამ“ ირლანდიელი სოციალურ ქსელებში გამოიწვია.

„კონორით, როგორც დიადი ათლეტით აღფრთოვანებული ვარ და მიმაჩნია, რომ ჩვენი სუპერბრძოლა შერეული ორთაბრძოლებისთვის ისტორიული მოვლენა იქნება. ჩვენ დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს. დარწმუნებული ვარ UFC-სა და MMA-ის გულშემატკივრებს სურთ შერეული ორთაბრძოლების დიადი შოუ იხილონ. შერეულ ორთაბრძოლებში ჩემი შესაძლებლობების მის წინააღმდეგ გამოცდა ფანტასტიკური იქნებოდა“, - განაცხადა სილვამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

View this post on Instagram

SUPER ????????FIGHT 176.37LBS Tenho uma imensa admiração pelo grande atleta Conor e acredito que um super fight seria algo histórico para o esporte, nem um de nós precisa provar mais nada a ninguém; acredito que os fãs do ufc e do esporte gostariam de ver este grande espetáculo marcial, testar minhas habilidades marciais com ele seria fantástico!! I have immense admiration for the great athlete that Conor is and I believe that a super fight would go down in the history of the sport, neither of us need to prove anything to anyone; I believe that fans of the UFC and of this sport would like to watch this great martial arts spectacle, it would be fantastic to test my martial arts skills against him!!

A post shared by Anderson "The Spider" Silva (@spiderandersonsilva) on May 27, 2020 at 6:36pm PDT

კონორ მაკგრეგორმა სილვას სოციალურ ქსელებში უპასუხა და ლეგენდარული „ობობას“ გამოწვევა მიიღო.

TMZ-ის ინფორმაციით, კონორის თანხმობის მიუხედავად, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. დეინა უაითმა მაკგრეგორის სამომავლო გეგმებზე საუბრისას რამდენჯერმე განაცხადა, რომ არიან მებრძოლები, რომლებსაც უფრო დიდი პრიორიტეტი ენიჭებათ.

აღსანიშნავია, რომ სილვა მაკგრეგორს 176.37(79.9 კგ) ფუნტამდე წონით კატეგორიაში სთავაზობს ჩხუბს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები