ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ნოემბერში გაიმართება
Aa
Aa

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ნოემბერში გაიმართება

ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) კორონავირუსის პანდემიის გამო გადავადებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ახალი ვადები დაადგინა.

კერძოდ, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს წლეულს 8-10 ნოემბერს  პრაღის O2 Arena მიიღებს. გადავადებული ჩემპიონატის წინასწარი თარიღი აპრილში გამოცხადდა, ახლა კი EJU-ს და მასპინძლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, თარიღი საბოლოოდ შეთანხმებულია.

 

ამასთან, კონტინენტის პირველობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო სტატუსს ინარჩუნებს.

თავდაპირველი გრაფიკით, კონტინენტის პირველობა 1-3 მაისს ასევე პრაღაში უნდა ჩატარებულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები