„დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა
Aa
Aa

„დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა" - უსმანი მაკგრეგორს იწვევს

ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, კამარუ უსმანი აცხადებს, რომ კონორ მაკგრეგორი მასთან ჩხუბს თავს არიდებს. ნიგერიელმა ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ მზადაა მაკგრეგორს დაუპირისპირდეს, მაგრამ ირლანდიელისგან პასუხი კვლავ არ მიუღია. უსმანის თქმით, კონორის დუმილი ბევრ რამეზე მეტყველებს.

„მზად ვარ შანსი მივცე. თუ კონორს უნდა, შეგვიძლია ბრძოლა გავმართოთ, მაგრამ ის ჩუმადაა და ხმას არ იღებს. ვინ ამბობს საჩემპიონო ქამრის მოპოვებაზე უარს? არასდროს მინახავს ვიღაცას უარი ეთქვას ჩემპიონისთვის, რომელიც მას ტიტულის მოპოვების შანსს სთავაზობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იციან, რომ მოგების შანსი არ აქვთ.

მაკგრეგორი ამბობს, რომ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. ეს მისი შანსია. გავიდეს ოქტაგონზე, მოიგოს მესამე ქამარი მესამე დივიზიონში და დაამტკიცოს, რომ ნომერ პირველია“.

შეგახსენებთ, რომ კამარუ უსმანს კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს, ისიც 2013 წელს. ნიგერიელის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა და მან უშანსოდ ისეთ მებრძოლებს სძლია, როგორებიც ტაირონ ვუდლი, კოლბი კოვინგტონი, რაფაელ დოს ანიოსი და დემიან მაია არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები