შვაინშტაიგერი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს
Aa
Aa

შვაინშტაიგერი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს

ინტერნეტ-გამოცემა „Sport1“-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი, ბასტიან შვაინშტაიგერი ვარჯიშებს დაუბრუნდა.

 

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, ფეხბურთელი სრული დატვირთვით ჯერ-ჯერობით არ ვარჯიშობს და ფონს ინდივიდუალური პროგრამით გადის.

 

ბასტიან შვაინშტაიგერმა ტერფის დაზიანების გამო „პორტუსთან“ „ჩემპიონთა ლიგის“ მეოთხედფინალური მატჩი და „ბუნდესლიგის“ უკანასკნელი ტურის შეხვედრა გამოტოვა. პორტუგალიელებთან მატჩი მიუნხენელებმა ანგარიშით 3-1 დათმეს, ხოლო „ჰოფენჰაიმს“ 2-0 სძლიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები