Aa
Aa

ვარანი: „რეალი ტიტულების მოგებასაა მოწყურებული"

„რეალის“ ფრანგი უკანახაზელი, რაფაელ ვარანი სეზონის განახლების მომხრეა და „სამეფო კლუბთან“ ერთად ტიტულების მოგება სურს. 27 წლის მცველი „ბლანკოსის“ ოფიციალურ არხს ესაუბრა და განაცხადა:

„დიდი ხანია ფეხბურთი არ გვითამაშია და გუნდი წარმატებასაა მოწყურებული. სწორედ ამიტომ, ყველა ტიტულის დასაკუთრება გვსურს. მოთამაშეებს კონკურენცია და მეტოქეობა მოენატრათ. ეს ჩვენი სამსახური და ცხოვრების წესია.

ყოველდღიურად თავს უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობთ. ვცდილობთ ფორმაში ჩავდგეთ და ტაქტიკური ცოდნა გავაუმჯობესოთ. ბევრს ვმუშაობთ, რათა ბურთი უკეთ შევიგრძნოთ და მოედანზე დაბრუნებისას, როგორც ფიზიკური, ისე ტაქტიკური გადმოსახედიდან პრობლემები არ შეგვექმნას“.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ლა ლიგასა და ლა ლიგა 2-ს სეზონის 8 ივნისიდან განახლების უფლება მისცა. ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა კი, განაცხადა, რომ განახლება 11 ივნისს, სევილიური დერბით იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები