სერბმა ექს-ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Aa
Aa

სერბმა ექს-ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

სერბმა ექს-ფეხბურთელმა, მილიან მრდაკოვიჩმა 38 წლის ასაკში თავი მოიკლა. „პარტიზანის“, „ანდერლეხტისა“ და „გენტის“ ყოფილ ფეხბურთელს დეპრესია აწუხებდა და ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მრდაკოვიჩის მეგობარმა გოგონამ, ივანა სტანიჩმა მომხდარის შესახებ პრესასთან ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვქონდა და ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მას პრობლემები აწუხებდა. მილიანს ალკოჰოლის მიღება უყვარდა, რასაც დეპრესია დაემატა და ვფიქრობ მან თავი სწორედ ამიტომ მოიკლა.

კარიერის დასრულების შემდეგ, მას ცხოვრების გაგრძელება გაუჭირდა, რადგან მისთვის ფეხბურთი ყველაფერი იყო. ბოლო პერიოდში იგი აგენტად მუშაობდა, მაგრამ ეს სამსახური სტაბილურ შემოსავალს არ იძლევა. თანაც მას დეპრესია ჰქონდა.

სუიციდამდე ერთი დღით ადრე, მან ოდნავ ბევრი დალია და ვიგრძენი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. დავამშვიდე, ლოგინში დავაწვინე და მთელი ღამის განმავლობაში ვსაუბრობდით. როცა გავიღვიძეთ, მან ალკოჰოლის მიღება განაგრძო, შემდეგ კი, უეცრად მის გვერდით იარაღი დავინახე და გავქვავდი. ტირილი დავიწყე და ვთხოვე იარაღი თავიდან მოეშორებინა. დედამისს დავურეკე, ჩვენთან მოსვლა ვთხოვე და სააბაზანოში შევედი, რათა ტანსაცმელი ჩამეცვა. დროგამოშვებით ვუყურებდი რას აკეთებდა და შემდეგ სროლის ხმა გავიგონე“.

მრდაკოვიჩს ბევრ გუნდში აქვს ნათამაშები. ბოლოს ის სერბეთში ასპარეზობდა და „რადისა“ და ოფკ-ს ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები