„პაპუს ფაქტორი
Aa
Aa

„პაპუს ფაქტორი" - AS ქართველ ფეხბურთელზე წერს

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა AS-მა ქართველ ფეხბურთელს, გიორგი პაპუნაშვილს სტატია მიუძღვნა. სტატიის სათაური „პაპუს ფაქტორი“ გახლავთ და მადრიდული გაზეთი „რასინგში“ იჯარის წესით მყოფ შემტევს აქებს.

***

საქართველოში გიორგი პაპუნაშვილს აღმერთებენ. ის სარაგოსაში მაღალ დონეზე თამაშობდა და ორი წლის წინათ შესანიშნავად გამოიყურებოდა. სამაგიეროდ, სანტანდერში მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. პაპუნაშვილი გუნდში გვიან მივიდა, იანვარში ტრავმა მიიღო, სარაგოსასთან კონტრაქტის გამო ვერ ითამაშა და ნუმანსიასთან სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ზაფხულში ხოსე ლუის ოლტრა სათამაშო სქემის შეცვლას და 3 ცენტრალური მცველით თამაშზე გადასვლას აპირებს. დაცვაში ყოფნისას რასინგი 5-4-1-ით იასპარეზებს, ხოლო შეტევაში ტაქტიკა 3-4-2-1-ზე გადაეწყობა. გუნდის წამყვანი ფეხბურთელები ლუკა, ბუნუელი, მანუ ერნანდო, ფიგუერასი, სერხიო რუისი და ლომბარდო იქნებიან და მათ ერთი საკვანძო ფეხბურთელი დაემატებათ - ალვარო სეხუდო. სეხუდოს ფანტასტიკური სეზონი აქვს და არც ტრავმები აწუხებს, მაგრამ უკვე 36 წლისაა და პაპუს მნიშვნელობა სწორედ აქ იზრდება. 11 მატჩი 6 კვირაში, 90 წუთზე მეტი ყოველ სამ დღეში. ფაქტია ყველა შეხვედრაში სეხუდოს ძირითადში გამწესება ცეცხლთან თამაშის ტოლფასია.

სეხუდო მარჯვენა ფეხით თამაშობს, პაპუნაშვილი ცაციაა, თუმცა ორივე ნიჭიერი ფეხბურთელია. მათ კარში დარტყმა და საგოლე გადაცემების გაკეთება კარგად გამოსდით. ორივეს შეუძლია გაიბრწყინოს პოზიციაზე, რომელზეც თამაშს მათგან ოლტრა ითხოვს - მარჯვენა ფლანგზე დაიწყონ, ცენტრისკენ შეიწიონ და შემტევი ნახევარმცველის ფუნქციები შეითავსონ. ფლანგს კი, ნანდო ან კარმონა ჩაიბარებენ, - წერს AS.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოს“ ყოფილ ფეხბურთელს ესპანეთის გარდა გერმანიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს, თუმცა ბრემენის „ვერდერის“ პირველ გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და 2017 წელს კონტრაქტი „სარაგოსასთან“ გააფორმა. პაპუნაშვილის ესპანურ კარიერაში ყველაზე წარმატებული სეზონი 2017-18 წლებში იყო, შემდეგ ტრავმა მიიღო, მოედანზე დაბრუნებას დიდი დრო დასჭირდა და სასტარტოში ადგილი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები