ანჩელოტი:
Aa
Aa
25 მაისი 2020  |  15:51

ანჩელოტი: "მწვრთნელმა ცხოვრებაში ერთხელ მადრიდის რეალი უნდა გაწვრთნა"

ლეგენდარულმა კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ამჟამად „ევერტონს“ წვრთნის, მადრიდის „რეალში“ გატარებული 2 სეზონი გაიხსენა.

„პაპა კარლო“ cadenaser-თან საუბრისას, კლუბში არსებულ პრობლემებს იხსენებს და მის ქოლექტივში ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშეს ასახელებს.

„ვფიქრობ, მწვრთნელმა ცხოვრებაში ერთხელ მადრიდის „რეალი“ უნდა გაწვრთნა. იქ 2 წელი გავატარე და ეს დაუვიწყარი გამოცდილება იყო, რადგან ჩემი აზრით, „რეალი“ ისტორიაში საუკეთესო კლუბია, იმის გამო, თუ რა იმიჯიც აქვთ მათ მსოფლიოში.

მსოფლიოს, რომელ წერტილშიც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა უნდათ, გუნდისთვის მხარდაჭერა უნდათ. ეს უმაღლესი ორგანიზაციაა, უმაღლესი დონის სავარჯიშო მოედნებითა და უმაღლესი დონის გუნდით.

როცა მადრიდში სამუშაოდ ჩავედი, იქ იყო რაღაც პრობლემები. კლუბს ჩემპიონთა ლიგა 12 წელი არ ჰქონდა მოგებული. „რეალი“ მიჩვეულია ამ ტურნირზე წარმატებას და ეს პრობლემა იყო.

ისეთი მოთამაშე, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც ყოველ შეხვედრაში შეუძლია თავი გამოიჩინოს, მას დაცვითი ფუნქციების შესრულება ნაკლებად უნდა დაავალო (რასაც მოურინიო აკეთებდა).

ასევე, სერხიო რამოსიც ფანტასტიური მოთამაშეა და არ ვფიქრობ, რომ მისი მთავარი თვისება ტაქტიკური, ან ტექნიკური მხარეა. სერხიოს ხასიათი და პიროვნება, ასევე თანაგუნდელების მოტივირება - ეს მისი მთავარი პლუსებია.

იმ დროს რამოსი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მნიშვნელოვან მატჩებში, ის ყოველთვის მთავარ როლს ასრულებდა“.

ანჩელოტი „რეალში“ 2013-2015 წლებში მუშაობდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ეღთი ყველაზე საინტერესო გუნდი ჩამოაყალიბა. „ლა დესიმა“ მადრიდელთათვის დომინირების დასაწყისი გამოდგა, რომელიც ზიდანმა ღირსეულად განაგრძო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები