კოვიდ-19 | ლივერპული - ატლეტიკოს მატჩმა 41 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია
Aa
Aa

კოვიდ-19 | ლივერპული - ატლეტიკოს მატჩმა 41 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

კომპანია Edge Health-მა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, თუ რამდენი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა „ენფილდზე“ „ლივეპრულისა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში.

საქმე ეხება კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობას და შემდეგ, მათ გარდაცვალებას. Times-ის ცნობით, ხსენებული კომპანიის ექსპერტები დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით ხელმძღვანელობდნენ, რომლის თანახმადაც მატჩმა 41 სასიკვდილო შემთხვევა გამოიწვია.

მერვედფინალურ მატჩს „ენფილდზე“ 52 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რომელთაგან 3 ათასი ესპანელი იყო.

ხსენებული შეხვედრა, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა, 11 მარტს გაიმართა. როგორც ცნობილია, ჩემპიონთა ლიგის მატჩებიდან ნამდვილ ბიოლოგიურ ბომბად „ატალანტასა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირება დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-19-ის 259,559 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 36,793 ათასი გარდაიცვალა. ესპანეთში კი 282,370 შემთხვევიდან, 28,678 ათასი გარდაცვლილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები