რაიოლას 3 თვის შემოსავალმა, რონალდოს მთელი წლის ხელფასს გადააჭარბა!
Aa
Aa

რაიოლას 3 თვის შემოსავალმა, რონალდოს მთელი წლის ხელფასს გადააჭარბა!

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ სატრანსფერო ფანჯრის დროს იმაზე ბევრად მეტი გამოიმუშავა, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუმ მთელი წლის განმავლობაში.

როგორც მოგეხსენებათ, რაიოლა ისეთი ფეხბურთელების აგენტია, როგორებიც არიან: პოლ პოგბა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და სხვა. სწორედ ამ ფეხბურთელების ტრანსფერებით გამუიმუშავა მან 25 მილიონი ფუნტი.

როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული ფეხბურთელები "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძინა, ხოლო რაიოლამ ამ გარიგებებით იმაზე მეტი იშოვა, ვიდრე რონალდუმ მთელი წლის განმავლობაში. პორტუგალიელის შემოსავალი 17.6 მილიონ ფუნტს უტოლდება. რაიოლამ თავს უფლება მისცა და შეიძინა ვილა, რომელიც ცნობილ მაფიოზს ალ კაპონეს ეკუთვნოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები