აჩი არველაძე VS ვან დერ სარი: არველაძის გოლი აიაქსის კარში
Aa
Aa

აჩი არველაძე VS ვან დერ სარი: არველაძის გოლი აიაქსის კარში

ჰოლანდიის ელიტარული საფეხბურთო ლიგის 1998-99 წლების სეზონის დასკვნით ტურში, 23 მაისს ''ბრედასა'' და ამსტერდამის ''აიაქსის'' დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. ამ მატჩში უკანასკნელად შედგა არველაძეების დაპირისპირება საკლუბო დონეზე.

47-ე წუთზე ''აიაქსის'' ფინელმა ნახევარმცველმა იარი ლიტმანენმა საკუთარ ნახევარზე ბურთი დაკარგა, ''ბრედას'' კონტრშეტევა არჩილ არველაძის გოლით დასრულდა, ''ბრედას'' ქართველმა ფორვარდმა ''აიაქსის'' ლეგენდარულ მეკარეს, ედვინ ვან დერ სარს თავური დარტყმით გაუტანა. ეს იყო არჩილ არველაძის უკანასკნელი მატჩი ჰოლანდიის უმაღლეს ლიგაში. მას შემდეგ ზუსტად 21 წელი გავიდა.

აღნიშნული შეხვედრა არჩილ არველაძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო შოთა არველაძე ''აიაქსის'' რიგებში შესვენების შემდეგ გამოჩნდა მინდორზე და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. ''აიაქსის'' მხრიდან ბენი მაკარტიმ დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც ''ბრედას'' ფეხბურთელმა ერნი სტიუარტმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

1998-99 წლების სეზონში ''ბრედა'' უმაღლესი ლიგიდან გავარდა, არჩილ არველაძე გუნდს რანგით მეორე ლიგაში გაყვა, 21 გოლი შეაგდო და ''ბრედას'' ელიტარულ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. 2000 წელს არჩილ არველაძემ კარიერა ბუნდესლიგის ''კიოლნში'' გააგრძელა.

არჩილ არველაძის გოლი ''აიაქსის'' კარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები