Guriatoday: ლანჩხუთის ''გურია'' კერძო მფლობელობაში გადავა
Aa
Aa

Guriatoday: ლანჩხუთის ''გურია'' კერძო მფლობელობაში გადავა

Guriatoday-ს ინფორმაციით საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის ''გურია'' კერძო მფლობელობაში გადავა. აღნიშნული წყაროს ცნობით კლუბის მმართველ კომპანიაში მარტის ბოლოს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებსა და გუნდის ახალ მმართველებს შორის "გურიას" სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.

Guriatoday-სთან ინტერვიუში კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა: "აღნიშნული ცვლილებები გუნდში უკვე დადებითად აისახა. ფეხბურთელებმა ბოლო სამი თვის ხელფასები მიიღეს და ახლა გრიგოლეთის ბაზაზე შეკრებისთვის ემზადებიან. იგეგმება სიახლე სამწვთნელო შტაბის შემადგენლობაშიც, რის შესახებ დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.''

შეგახსენებთ, ლანჩხუთის ''გურია'' საქართველოს რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს. ჩემპიონატის პირველ ტურში თემურ ლორიას გაწვრთნილმა გუნდმა ''ევგრაფი შევარდნაძეზე'' სანდრო ბახიას ერთადერთი გოლით ''თბილისი სითი'' დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრა 10 მარტს გაიმართა. მას შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია.

ფოტო: Guriatoday

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები