„ერთი რაუნდი კრივის წესებით, ერთი რაუნდი MMA-ის წესებით“ – UFC-ის მებრძოლი ტაისონს იწვევს
Aa
Aa

„ერთი რაუნდი კრივის წესებით, ერთი რაუნდი MMA-ის წესებით“ – UFC-ის მებრძოლი ტაისონს იწვევს

UFC-ის მებრძოლმა, ანდრეი არლოვსკიმ მაიკ ტაისონი გამოიწვია. 41 წლის „პიტბულს“ „რკინის მაიკთან ჩხუბი სურს, ოღონდ წესებში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

„ტაისონი ლეგენდარული მოკრივეა. ოთახში მისი პოსტერიც კი მაქვს. მაიკის წინააღმდეგ რინგზე გასვლა მინდა, მაგრამ კრივის წესებით სრული ბრძოლის ჩასატარებლად მზად არ ვარ. ერთი რაუნდი კრივის წესებით, ერთი რაუნდი MMA-ის წესებით და თანახმა ვარ.

რამდენიმე წლის წინ კლიჩკოს წინააღმდეგ ვაპირებდი ჩხუბს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვითარება შეიცვალა. მიუხედავად ამისა, თუ წინადადებით მომმართავენ, რინგზე გასვლაზე დავფიქრდები“.

ორლოვსკი UFC-ის მძიმეწონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია და მას კრივში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ფრედი როუჩი ავარჯიშებდა. UFC-ის ფარგლებში ბოლო ბრძოლა მან 13 მაისს გამართა და ფილიპ ლინსი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები