Aa
Aa

"ოფისში მუნიტისის სურათი მაქვს" - ტურამს ყველაზე რთული მეტოქე ესიზმრება

როგორც ცნობილია, ლილიან ტურამის ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე ესპანელი პედრო მუნიტისია. ლეგენდარული ფრანგი მცველი გამოცემა Libero-სთან საუბრისას ამ თემას კიდევ ერთხელ შეეხო და საინტერესო და სახალისო კომენტარი გააკეთა.

„მუნიტისი იყო ფეხბურთელი, რომელმაც მოედანზე ყველაზე მეტი პრობლემა შემიქმნა. ხანდახან იგი ღამითაც მესიზმრება.

ჩემს ოფისში ბევრი საფეხბურთო სურათი არ მაქვს, სამაგიეროდ იქ მუნიტისის ფოტოს შეხვდებით. მისი გამოსახულების ხშირად დანახვა თავმდაბლობის გამომუშავებაში მეხმარება. ეს თვისება სწორედ მუნიტისმა მასწავლა“.

ტურამს ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ „ევრო 2000“-ის 1/4 ფინალური მატჩისას, როცა ხოსე ანტონიო კამაჩომ მუნიტისი შეცვალა, შვებით ამოისუნთქა. იმ მატჩში ლილიანმა ესპანელთა მე-9 ნომერთან რამდენიმე ორთაბრძოლა წააგო, ერთ-ერთ ეპიზოდში კი საპენალტედ წააქცია, რასაც მენდიეტას გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა.

საბოლოოდ, ფრანგებმა ესპანელები ზიდანისა და ჯორკაეფის გოლებით 2:1 დაამარცხეს და შემდეგ საერთოდ ევროპის ჩემპიონობაც იზეიმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები