Aa
Aa

„უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება" - ხაბიბმა დაადასტურა, რომ აბდულმანაპს კორონავირუსი აქვს

UFC-ის მებრძოლმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მამამისს კორონავირუსი აქვს და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. „არწივმა“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა.

„კორონავირუსის პანდემიის გამო ვითარება ძალიან მძიმეა. მხოლოდ ჩემს სანათესაოში 20-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. უბრალო ნაცნობებზე, რომლებიც რეანიმაციაში იმყოფებიან, საუბარიც არ მაქვს. ამ პრობლემასთან ბრძოლაში მხოლოდ თვითიზოლაცია დაგვეხმარება და მინდა გთხოვოთ, რომ ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინოთ.

ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში მამაჩემის შესახებ ბევრი რამ იწერება. ამ მომენტში ის საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. კორონავირუსის ფონზე მას გულის პრობლემები განუვითარდა. შარშან მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა კი, კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევის გადატანა მოუწია და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება“.

შეგახსენებთ, რომ რუსული პრესის ინფორმაციით, აბდულმანაპი კომიდან გამოვიდა, თუმცა ფილტვებმა საბოლოოდ უმტყუნა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები