Aa Aa
17 მაისი 2020  |  20:56

რუნი: "პარკი გუნდისთვის რონალდუზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო"

უეინ რუნიმ Times-თან პარკ ჯი სუნის შესახებ ისაუბრა და გუნდში მისი როლი კრიშტიანუ რონალდუს როლს გაუტოლა.

„შრეკმა“ ხაზი კორეელის გუნდურობას გაუსვა:

„ეს სიგიჟეა, თუმცა თუ თქვენ 12 წლის კრიშტიანუ რონალდუს შეხედავდით იტყოდით, რომ  - „დიახ, ის „მანჩესტერ ინაიტედისთვის“ შესანიშნავი ფეხბურთელი იქნება“. თუმცა, პარკ ჯი სუნზე იგივე არ მოხდებოდა.

ჩვენ, ვინც პარკთან ერთად ვთამაშობდით, ყველამ კარგად ვიცით, რომ ის გუნდისთვის რონალდუს მსგავსად მნიშვნელოვანი იყო. იმის გამო, რაც მან გუნდს მისცა. არავარსკვლავური იმიჯის მქონე მოთამაშეები - ისინი სპორტისთვის უმნიშვნელოვანესნი არიან.

გუნდურობის მნიშვნელობის გათავისება არის ის, რაც წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ გუნდურ თამაშს, არამედ გუნდურ მენტალიტეტს მოაქვს ტიტულები.

გუნდისთვის თამაში - ეს არის, მწვრთნელის მითითებების შესრულება. ერთ უდისციპლინო მოთამაშეს, მთელი თამაშის მოკვლა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ რუნიმ და პარკმა „იუნაიტედის“ რიგებში ერთად 2005-2012 წლებში ითამაშეს და „ფერგის“ ფორმაციის გუნდში ყველაფრის მოგება შეძლეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები