Aa
Aa

"მე დავბრუნდი" - ევანდერ ჰოლიფილდმა ტაისონს უპასუხა

ამჟამად, კრივის მთელი სამყარო საქველმოქმედო ბრძოლის მოლოდინშია, რომელიც ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ალბათობა საკმაოდ დიდია - მაიკ ტაისონი ევანდერ ჰოლიფილდის წინააღმდეგ!

ჰოლიფილდი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, კრივს დაუბრუნდა, მზადაა მაიკ ტაისონის წინააღმდეგ რინგზე კიდევ ერთხელ გავიდეს.

„მაიკ ტაისონის წინააღმდეგ ჩხუბი მსურს. რატომაც არა?! ბრძოლისთვის მზად ვარ, მინდა კარგად ვიასპარეზო და ვთვლი, რომ 57 წლის ასაკში მაიკთან გამკლავება შემიძლია, თუმცა მხოლოდ ჩემი სურვილი საკმარისი არაა. აუცილებელია ბრძოლის გამართვა ტაისონსაც უნდოდეს.

ვიცი, რომ მაიკმა რამდენიმე საინტერესო წინადადება მიიღო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი და მისი ბრძოლა ზუსტად ისაა, რისი ნახვაც ქომაგებს ყველაზე მეტად სურთ“.

„მე დავბრუნდი“ - ჰოლიფილდმა ინტერნეტსივრცეში მისი ვარჯიშის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. საზოგადოებამ, ეს ერთგვარ პასუხად ჩათვალა, რადგან მსგავსი ვიდეო ადრე ტაისონმაც დადო.


53 წლის ტაისონი ასევე საუცხოო ფორმაში იმყოფება. ის კვლავინდებურად სწრაფია და როგორც ჩანს, არც ძალა დაუკარგავს. თავის ვიდეოში, ფრაზა „მე დავბრუნდი“, პირველად სწორედ მან გამოიყენა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები