Aa Aa
17 მაისი 2020  |  09:45

UFC - გიგა ჭიკაძემ მე-3 ბრძოლაც მოიგო!

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ 16 მაისს გამთენიისას, ფლორიდის შტატში ჯექსონვილში რიგით მესამე ბრძოლა გამართა და კვლავ გამარჯვება მოიპოვა!

ქართველმა მებრძოლმა მექსიკელი ირვინ რივერა დიდი უპირატესობით დაამარცხა. ჭიკაძესა და რივერას შორის კლასში სხვაობა აშკარა და შესამჩნევი იყო. მეტოქე მის დარტყმებს ვერ უმკლავდებოდა.

საბოლოოდ, 3 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით - 30:27, 30:27, 30:26 გამარჯვებულად ჭიკაძე გამოცხადდა.

„შვიდი თვეა UFC-ში ვარ და სამივე ბრძოლა მაიკ დევისთან მქონდა დაგეგმილი. არ ვიცი მას რა უნდა. რივერამ კი ბრძოლის შესახებ 2 დღით ადრე გაიგო, ის ჩამოვიდა, წონა დაიკლო და მეჩხუბა - ძმაო, ხელებს ვწევ“.

ჭიკაძემ შემდეგ UFC-ის პრეზიდენტს დანა უაითს მიმართა და ბრძოლების საქართველოში ჩატარება შესთავაზა:

„დანა, შენთან ერთი თხოვნა მაქვს. ვიმუშაოთ UFC-ის საქართველოში ჩატარებაზე. ჩემი მთავრობა ამისთვის მზადაა და UFC-ის პოპულარობა ჩემ ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძეს მაიკ დევისთან უნდა ებრძოლა, ერთი დღით ადრე დევისმა ბრძოლას თავის მესამედ აარიდა. ქართველმა კი UFC-ში 3-დან სამივე ბრძოლა მოიგო, რაც ცალსახად ბრწყინვალე სტარტია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!