აგვისტომდე ჩოგბურთის გარეშე - ATP-ისა და WTA-ის განცხადება
Aa
Aa

აგვისტომდე ჩოგბურთის გარეშე - ATP-ისა და WTA-ის განცხადება

საჩოგბურთო სამყაროში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული პაუზა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა. ATP-ისა და WTA-ის განცხადებით, პროფესიონალური ჩოგბურთი 31 ივლისამდე არ დაგვიბრუნდება.

ATP-მ საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანდრეა გაუდენციმ საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილება ამცნო.

„Covid-19-ის პანდემიის გარშემო შექმნილი ბუნდოვანი მდგომარეობის გამო, გაუწყებთ, რომ პაუზა დიდი ვადით გახანგრძლივდება. ჩვენ ჩოგბურთის გულშემატკივრების, ჩოგბურთელებისა და ტურნირების ორგანიზატორების მსგავსად იმედგაცრუებულნი ვართ შექმნილი ვითარება ტურზე ასეთ გავლენას რომ ახდენს“.

გაუდენცის შემდეგ, გულშემატკივრებს WTA-ის წარმომადგენელმაც მიმართა და განაცხადა: „ვწუხვართ ასე, რომ მოხდა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ექიმებთან და ექსპერტებთან მუშაობას გავაგრძელებთ, რათა WTA-ის განახლება მოხერხდეს. გადაწყვეტილებებს ტურნირების განახლებასთან დაკავშირებით, ივნისში მივიღებთ“.

შეგახსენებთ, რომ წესითა და რიგით პაუზა 13 ივნისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ATP-მ და WTA-მ კორტებზე დაბრუნების თარიღი გადაწიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები