''ამ ბრძოლას ერთი გამარჯვებული არ ეყოლება'' - ლა ლიგის მმართველის ძმა ვაქცინაზე მუშაობს
Aa
Aa

''ამ ბრძოლას ერთი გამარჯვებული არ ეყოლება'' - ლა ლიგის მმართველის ძმა ვაქცინაზე მუშაობს

ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის ძმა, პაბლო ტებასი პენსილვანიის ვირუსოლოგთა იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომლის წევრები კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.

ხავიერ ტებასის ძმა Cadena SER-ს ესაუბრა.

პაბლო ტებასი: ''ეს არ არის შეჯიბრი. ვაქცინის შექმნისთვის ბრძოლას, ვაქცინის შექმნის მცდელობას ერთი გამარჯვებული არ ეყოლება. არავის შეეძლება ვაქცინის შექმნით მილიარდების გამომუშავება. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაზე რამდენიმე კომპანიამ იმუშავოს.''

პაბლო ტებასის თქმით ადრენალინის მოზღვავებას გრძნობს და მაქსიმალურად ცდილობს მეცნიერული ცოდნა ვაქცინის შექმნისთვის გამოიყენოს, რაც უამრავ ადამიანს ცხოვრების ჩვეული ტემპის დაბრუნებაში დაეხმარება.

პაბლო ტებასის გუნდი ფარმაცევტულ კომპანია INOVO-სთვის მუშაობს. გუნდს ფინანსურ დახმარებას ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა უწევენ. პაბლო ტებასის თქმით მცირე შანსია, რომ ვაქცინის შექმნა და გავრცელება შემოდგომაზე შესაძლებელი იყოს.

შეგახსენებთ, ესპანეთში საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია, თუმცა ლა ლიგა საფეხბურთო სეზონის განახლებას ივნისში გეგმავს. ესპანურმა საფეხბურთო კლუბებმა სავარჯიშო პროცესი მიმდინარე თვეში აღადგინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები