Aa
Aa

2021 წლიდან NBA-ში Wilson-ის ბურთებით ითამაშებენ

Yahoo Sports-ის ინფორმაციით, 2021-22 წლების სეზონიდან NBA-ში Spalding-ის ნაცვლად, Wilson-ის ბურთებით ითამაშებენ. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასა და Spalding-ს შორის კონტრაქტი 2020 წლის ბოლოს იწურება და თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდება.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, Wilson-ის ბურთებით NBA-ის გარდა, WNBA-ში, G ლიგაში, NBA 2k-ის ლიგაში და აფრიკის საკალათბურთო ლიგაში იასპარეზებენ.

Wilson-ის წარმომადგენლები იმავე ტყავსა და პროდუქტებს გამოიყენებენ, რასაც Spalding იყენებდა და NBA-სთან და კალათბურთელთა ასოციაციასთან აქტიურად ითანამშრომლებენ. უახლოეს მომავალში სპეციალური საბჭო შეიქმნება, რომელიც კალათბურთელთა წინადადებებს განიხილავს და Wilson-ის სპეციალისტებთან ერთად, ახალი ბურთის შექმნაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ Spalding ნაციონალური საკალათბურთო ასოაციაციის ოფიციალური პარტნიორი 1983 წლიდან იყო. მანამდე კი, 37 წლის განმავლობაში NBA-ში Wilson-ის ბურთებით თამაშობდნენ.

მსგავსი სიახლეები