მესი, თუ რონალდუ?
Aa
Aa

მესი, თუ რონალდუ? "შევეცდები უფრო მარტივად განვმარტო", - კლოპის პასუხი

თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე ხშირად დასმადი კითხვა არის - მესი, თუ რონალდუ? პასუხის გაცემა დღემდე გრძელდება და გამონაკლისი არც იურგენ კლოპია. „ლივერპულის“ თავკაცმა ამ კითხვაზე არაერთხელ უპასუხა, თუმცა ამჯერად ყველაზე ვრცლად და მკაფიოდ.

იუთუბის არხ freekickerz-ის პირდაპირ ეთერში კლოპმა კითხვას ასე უპასუხა: „ჩემთვის საუკეთესო მესია, თუმცა არ შემიძლია რონალდუთი არ აღვფრთოვანდე.

შევეცდები უფრო მარტივად განვმარტო - ჩვენ ორივე მათგანის წინააღმდეგ მოგვიხდა თამაში და მათი განეიტრალება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ, ჩვენ იდეალურ ფეხბურთელს აღვწერთ, ის რონალდუსავით მაღალი უნდა იყოს, მასავით მაღლა ხტებოდეს და სწრაფად დარბოდეს. ამ ყველაფერს დავამატოთ მისი საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი. უკეთესს ვერ ვინატრებდით.

მესის დაბადებიდანვე უფრო სუსტი ფიზიკური მონაცემები აქვს. მოედანზე ის ყველაფერს ისე მარტივად აკეთებს, სწორედ ამიტომ მომწონს ის უფრო მეტად, თუმცა რონალდუც აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოთამაშეა.

მათ, წლების მანძილზე თავისი კვალი დატოვეს. დღეს, არსებობენ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებსაც მესისა და რონალდუს მსგავსი ნიჭი აქვთ, თუმცა ამ ყველაფრის მოედანზე გადატანა, რასაც ისინი წლებია აკეთებენ, ეს ნამდვილად წარმოუდგენელი გახლავთ.

სამწუხაროდ მესისაც და რონალდუსაც ასაკი ემატებათ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები